გილბერტ ჩერსტერტონი
1909
ლოგინში წოლა მშვენიერი იქნებოდა, ძალიან გრძელი ფერადი ფანქარი რომ გვქონდეს ჭერზე სახატავად. თუმცა, სახლში ასეთ ფანქარს, როგორც წესი, ვერ იპოვი. ალბათ, ამავე მიზნით შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ვედრო გუაში და გრძელტარიანი ცოცხი. თუ ასე მოვიქცევით, თავისუფლი მონასმის შემდეგ შერეული საღებავები სახეზე უხვად ჩამოგვეწუწება, რაღაცნაირ ჯადოსნურ წვიმასავით; ეს კი, ვერ იქნება დიდად სასიამოვნო. მხატვრული კომპოზიცია ამ ფორმით რომ შევქმნათ, ვშიშობ, მოგვიწევს მხოლოდ შავ და თეთრ ფერებს დავჯერდეთ. ამ მიზნისთვის კი თეთრი ჭერი მართლაც იდეალური იქნება. აბა კიდევ რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ თეთრი ჭერი სასიკეთოდ?
ლოგინში წოლის მშვენიერი გამოცდილება რომ არა, ალბათ ვერასდროს მივიდოდი ამ აღმოჩენამდე. წლების განმავლობაში ვეძებდი რაღაც ცარიელ არეებს და ადგილებს თანამედროვე სახლებში, რომ მერე ზედ მეხატა. ქაღალდი ძალიან პატარაა რამე ჭეშმარიტად ალეგორიული ჩანაფიქრისთვის; როგორც სირანო დე ბერჟერაკი ამბობს, „Il me faut des geants“ (გიგანტები მჭირდება, გიგანტები!). მაგრამ, როდესაც ვცდილობდი ამ სუფთა ადგილების პოვნას ოთახებში, რომლებშიც ყველანი ვცხოვრობთ, მუდამ იმედგაცრუებული ვრჩებოდი. ვხედავდი გაუთავებელ ორანმენტებს და ერთმანეთში გადახლართულ მცირე დეტალებს, რომლებიც პატარა რგოლებისგან მოქსოვილ ფარდასავით ეკიდებოდა ჩემსა და ჩემს წადილს შორის.

ვაკვირდებოდი კედლებს და, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ისინი შპალერით იყო დაფარული, და ეს შპალერიც, თავის მხრივ, დაფარული იყო სრულიად უინტერესო ნახატებით და ყველა სასაცილოდ იმეორებდა ერთიმეორეს. არ მესმოდა, რატომ უნდა ყოფილიყო ერთი პირობითი სიმბოლო (რომელიც აშკარად მოკლებული იყო ყოველგვარ რელიგიურ ან ფილოსოფიურ მნიშვნელობას) ასე ჩუტყვავილასავით გამოყრილი ჩემს ლამაზ კედლებზე. ბიბლია, ალბათ, შპალერსაც გულისხმობს, როდესაც ამბობს, ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივითო. რა ადგილსაც არ მივადგებოდი საწყლად ჩემი ფანქრითა თუ ფუნჯით ხელში, ვხედავდი, რომ იქ უკვე სხვები იყვნენ ნამყოფი ჩემამდე დაუკითხავად და თავისი ბარბაროსული ნახატებით ყველაფერი გაეოხრებინათ: კედლები, ფარდები, ავეჯი...
ვერსად ვიპოვე მართლაც რომ სუფთა ადგილი ესკიზებისთვის, სანამ ჩვეულებრივზე მეტ ხანს არ მომიწია საწოლში გულაღმა წოლა. სწორედ მაშინ, თეთრი სამოთხის სინათლე მოეფინა ჩემს თვალთახედვას, ჩვეულებრივი, თეთრი სიცარიელე რომელიც მართლაც თითქმის სამოთხის დეფინიციაა, რადგანაც გულისხმობს სიწმინდეს და, ასევე, თავისუფლებასაც. მაგრამ, ვაი რომ, როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე მიუწვდომელი ხდება ცათა სასუფეველივით, როდესაც ის უფრო მკაცრი და შორეული ჩანს, ვიდრე ლურჯი ცა ფანჯარაში, რადგან ცოცხის ჯაგრისიანი ბოლოთი ხატვის გეგმაზე ხელი ამაღებინეს - ნუ მკითხავთ ვინ; ეს იყო პიროვნება რომელსაც არანაირი პოლიტიკური უფლება არ გააჩნია - ხოლო ჩემმა კიდევ ერთმა სურვილმა, რომ ამ ცოცხის მეორე ბოლო სამზარეულოში დამეწვა და ხატვის დროს ნახშირად გამომეყენებინა - ასევე ვერ პოვა მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩემს დღეში ჩავარდნილი პიროვნებების გონებაში დაიბადა ყველა ის ორიგინალური შთაგონება - მოეხატათ სასახლეების და ტაძრების ჭერები დაცემული ანგელოზების ამბოხითა თუ გამარჯვებული ღმერთების ტრიუმფით. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იმიტომ, რომ მიქელანჯელო დაკავებული იყო ამ უძველესი და საპატიო აქტივობით, როგორიცაა ლოგინში წოლა - ის მიხვდა, თუ როგორ უნდა დაეხატა სიქსტეს კაპელის ჭერზე ის ღვთაებრივი დრამა, რომელიც მხოლოდ ცათა სასუფეველში შეიძლებოდა განვითარებულიყო.
დღეს ლოგინში წოლის მიმართ დამოკიდებულება თვალთმაქცური და არაჯანსაღია. თანამედროვეობის ყველა იმ სიმპტომთა შორის, რომლებიც დეკადანსზე მიუთითებს, არც ერთი არის ისეთი სახიფათო და საშიში, როგორც ჩვენი გატაცება და დაწვრილმანება ქცევის პატარ-პატარა, მეორეხარისხოვანი წესებით მთავარი პრინციპების უგულელყოფის ხარჯზე და მარადიული კავშირებისა და ადამიანის ზნეობის ტრაგიზმის მივიწყება. პირველი რიგის მორალური პრინციპების დასუსტებაზე უარესი დღეს მეორეხარისხოვანი მორალური პრინციპების გაძლიერებაა. შესაბამისად, უფრო არაეთიკურად ითვლება უგემოვნობაში ბრალის დადება, ვიდრე უზნეობაში. სისუფთავე ღვთისმოსაობაზე მაღლა დგას, რადგან სისუფთავის დაცვა აუცილებელია, ღვთისმოსაობა კი ძველმოდური და თითქმის სამარცხვინო გახდა. დრამატურგს შეუძლია, თავს დაესხას ოჯახის ინსტიტუტს. მთავარია, ამ დროს მან მაღალი საზოგადოების ნორმები არ დაამახინჯოს. იბსენის მოყვარული ერთი პესიმისტისგან ისიც კი გამიგია, რომ ლუდის დალევა მავნებელია, ციანიდის მჟავის მიღება კი გამართლებულიო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, ისეთი არასერიოზული საკითხის მიმართ, როგორიცაა ლოგინში წოლა. იმის ნაცვლად, რომ ის პირად კომფორტად ჩაითვალოს, ბევრი მიიჩნევს, რომ დილით ადრე ადგომა ზნეობრივად აუცილებელია. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება პრაქტიკული გამართლება ჰქონდეს, მაგრამ მასში არაფერია კარგი ან ცუდი.
კრიჟანგები გამთენიისას დგებიან; ყაჩაღები კი სულაც ღამით. ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი დიდი საფრთხე ისაა, რომ მისი ყველა ყოფითი მექანიზმი სულ უფრო და უფრო წინასწარგანსაზღვრულად მყარდება, ხოლო ამავე საზოგადოების განწყობები უფრო და უფრო მერყევი ხდება. ადამიანის უმნიშვნელო მოქმედებები უნდა იყოს თავისუფალი, მოქნილი, შემოქმედებითი; რაც არ უნდა იცვლებოდეს ის, მისი პრინციპები მისი იდეალებია. მაგრამ სინამდვილეში საპირისპირო ხდება; შეხედულებები მუდმივად გვეცვლება, მაგრამ ჩვენი საუზმე იგივე რჩება. ვისურვებდი, რომ ადამიანს ძლიერი და საფუძვლიანი კონცეფციები ჰქონდეს, საუზმე კი შეუძლია, ხან ბაღში მიირთვას, ხან ლოგინში, ხან სახურავზე, ხან კი, სულაც ხის კენწეროზე. მათ შეუძლიათ იკამათონ ამავე პრინციპებზე, მაგრამ ნება მივცეთ, ეს იქ გააკეთონ, სადაც მოესურვებათ - ლოგინში, გემზე, ან, ვთქვათ, დირიჟაბლზე.
ჩვენ გაუთავებლად ვლაპარაკობთ ქცევის მანერებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ცვალებად პრინციპებს, რომლებიც ყოფით ჩვევებს ეფუძნება და ვივიწყებთ იმ ზნეობრივ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენი ყოფა ვერასოდეს უზრუნველყოფს, მაგალითად, უეცარ თავზეხელაღებულ გამბედაობას თუ სიკეთის დაუფიქრებლად გამოვლენას. საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის ჩვენ მზად აღარ ვიქნებით.
ადამიანმა შეიძლება ჩვევად გამოიმუშაოს დილის ხუთ საათზე ადგომა. მაგრამ ვერ შეეგუება იმას, რომ საკუთარი მრწამსის გამო კოცონზე დაწვან; პირველივე ცდა, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება. იქნებ მეტი ყურადღება მიგვექცია იმისათვის, რომ მზად ვიყოთ მოულოდნელი გულწრფელობისთვის. მაშინ, საწოლიდან რომ წამოვდგები, იქნებ რაღაც თავზეხელაღებული სიკეთეც კი ჩავიდინო.
მათ, ვისაც ლოგინში წოლის ხელოვნება იტაცებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ერთ გარემოებას. იმათ, ვისაც შეუძლია, იმუშაოს ლოგინში (მაგალითად, ჟურნალისტებს), და უფრო მეტად, იმათ, ვისაც ეს არ შეუძლია (მაგალითად, ვეშაპებზე მონადირე მებარჯეებს), ამას მხოლოდ დაუგეგმავად უნდა მიჰყონ ხელი. ის, რასაც ვგულისხმობ, მდგომარეობს შემდეგში: თუ თქვენ ლოგინში წვებით, არ დაგავიწყდეთ, რომ ამას არანაირი სერიოზული გამამართლებელი მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, თუ ავად არა ხართ. მაგრამ, თუ ჯანმრთელი ადამიანი წამოწოლას მოისურვებს, მას ამისთვის საბაბი არ უნდა სჭირდებოდეს; მაშინ ის მხნედ გაიღვიძებს. თუ იგი ამას გარკვეული ჰიგიენური მიზეზით ან რაღაც მეცნიერული დასაბუთებით ხსნის, მის ნაცვლად, შესაძლოა, დილით იპოქონდრიკმა გაიღვიძოს.